გელათის არქივი;
12.ის № 6466/12 – თხოვნა სოფელ ნოღას მცხოვრებ საეკლესიო ყმის ტარიელა ჭელიძისა იმერეთის მიტროპოლიტ დავითისადმი სოფელ ჯიმასტაროში სამოსახლოდ მიწის ნაკვეთის ( „ჭანეთის ღელე“) მიცემის თაობაზე. 1847 წელი
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 35 X 22,5 სმ; დაზიანებული.
13.ის № 6466/13 – წერილი იმერეთის მიტროპოლიტ დავითისა გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სვიმეონისადმი – ნოღას მცხოვრებ ტარიელა ჭელიძისათვის, „ჭანეთის ღელეში“ სამოსახლოდ, მიწის მიცემის თაობაზე. 1847 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 21,7 X 17 სმ;
14.ის № 6466/14 – მიმართვა გელათის მონასტრის წინამძღვრისა „ბლაღოჩინ“ გიორგი გოგიჯანოვისადმი მასზედ, რომ ჯიმასტაროს მცხოვრებ ხელოსან კიკოლა ფურცხვანიძის თანდასწრებით და ხელწერილის საფუძველზე ნოღას მცხოვრებ ტარიელა ჭელიძეს გადასცეს სამოსახლო მიწა… 1847 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 21,7 X 17,5 სმ;
15.ის № 6466/15 – მიმართვა იმერეთის მიტროპოლიტ დავითისა გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სვიმეონისადმი – საეკლესიო ყმის ტარიელა ჭელიძისათვის მიწის მიცემასთან დაკავშირებული ცნობების წარდგენის თაობაზე. 1848 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 17,4 X 10,5 სმ;
16.ის № 6466/16 – მიმართვა გელათის მონასტრის წინამძღვრისა „ბლაღოჩინ“ გიორგი გოგიჯანოვისადმი მასზედ, რომ მას საეკლესიო ყმის ტარიელა ჭელიძისათვის მიწის ნაკვეთი უნდა გადაეცა და შესაბამისი საბუთები წარმოედგინა. ეს საქმე დღემდე არ შეგისრულებიათ, სასწრაფოდ აღასრულეთ და გვაცნობეთო. 1848 წელი.
დედანი; 2 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 17,5 X 11 სმ;
17.ის № 6466/17 – შეტყობინება – „ბლაღოჩინი“ გიორგი გოგიჯანოვი ატყობინებს გელათის მონასტრის საეკლესიო ქონებათა გამგეს არქიმანდრიტ სვიმეონს, რომ თქვენი მოწერილობის თანახმად საეკლესიო ყმა ტარიელა ჭელიძეს სამოსახლო მიწა ჩავაბარე და ხელწერილს გაახლებო. 1848 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 17 X 10,5 სმ;
18.ის № 6466/18 – ხელწერილი საეკლესიო ყმა ანტონ (ტარიელა) ჭელიძისა მასზედ, რომ მან ჩაიბარა სამოსახლო ადგილი „ჭანეთის ღელეში“ და ბეგარას რვა აბაზს (ვერცხლის ფული) ყოველწლიურად გადაიხდის. 1848 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 22 X 17,5 სმ;
19.ის № 6466/19 – რაპორტი გელათის მონასტრის საეკლესიო ქონებათა გამგე არქიმანდრიტ სვიმეონისა იმერეთის მიტროპოლიტ დავითისადმი. აცნობებს, რომ თქვენი მოწერილობის თანახმად ჩავაბარე საეკლესიო ყმა ტარიელა ჭელიძეს სამოსახლოდ ბეითალმანი მიწა, წოდებული „ჭანეთის ღელედ“, რვა ქცევა და ჩამოვართვი ხელწერილი, რომ ეს ადგილი არც გაყიდოს, არც გააჩუქოს, ხოლო ბეგარა – რვა აბაზი ვერცხლის ფული ყოველწლიურად გადაიხადოსო. 1848 წელი.
დედანი; 2 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 18 X 11 სმ;