სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12299

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჭელიძე ტარიელა საეკლესიო ყმა

გადაეცა სამოსახლო მიწის ნაკვეთი 1848წ. სოფელ ჯიმასტაროში  ( „ჭანეთის ღელე“) 

გელათის არქივი;

12.ის № 6466/12 – თხოვნა სოფელ ნოღას მცხოვრებ საეკლესიო ყმის ტარიელა ჭელიძისა იმერეთის მიტროპოლიტ დავითისადმი სოფელ ჯიმასტაროში სამოსახლოდ მიწის ნაკვეთის ( „ჭანეთის ღელე“) მიცემის თაობაზე. 1847 წელი

დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 35 X 22,5 სმ; დაზიანებული.

 

13.ის № 6466/13 – წერილი იმერეთის მიტროპოლიტ დავითისა გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სვიმეონისადმი – ნოღას მცხოვრებ ტარიელა ჭელიძისათვის, „ჭანეთის ღელეში“ სამოსახლოდ, მიწის მიცემის თაობაზე.  1847 წელი.

დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ  ენაზე; ზომა: 21,7 X 17  სმ;

 

14.ის № 6466/14 – მიმართვა გელათის მონასტრის წინამძღვრისა „ბლაღოჩინ“ გიორგი გოგიჯანოვისადმი მასზედ, რომ ჯიმასტაროს მცხოვრებ ხელოსან კიკოლა ფურცხვანიძის თანდასწრებით და ხელწერილის საფუძველზე ნოღას მცხოვრებ ტარიელა ჭელიძეს გადასცეს სამოსახლო მიწა… 1847 წელი.

დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ  ენაზე; ზომა: 21,7 X 17,5 სმ;

 

15.ის № 6466/15 – მიმართვა იმერეთის მიტროპოლიტ დავითისა გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სვიმეონისადმი – საეკლესიო ყმის ტარიელა ჭელიძისათვის მიწის მიცემასთან დაკავშირებული ცნობების წარდგენის თაობაზე. 1848 წელი.

დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ  ენაზე; ზომა: 17,4 X 10,5  სმ;

 

16.ის № 6466/16 – მიმართვა გელათის მონასტრის წინამძღვრისა „ბლაღოჩინ“ გიორგი გოგიჯანოვისადმი მასზედ,  რომ მას საეკლესიო ყმის ტარიელა ჭელიძისათვის მიწის ნაკვეთი უნდა გადაეცა და შესაბამისი საბუთები წარმოედგინა. ეს საქმე დღემდე არ შეგისრულებიათ, სასწრაფოდ აღასრულეთ და გვაცნობეთო. 1848 წელი.

დედანი; 2 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ  ენაზე; ზომა: 17,5 X 11 სმ;

 

17.ის № 6466/17 – შეტყობინება – „ბლაღოჩინი“ გიორგი გოგიჯანოვი ატყობინებს გელათის მონასტრის საეკლესიო ქონებათა გამგეს არქიმანდრიტ სვიმეონს, რომ თქვენი მოწერილობის თანახმად საეკლესიო ყმა ტარიელა ჭელიძეს სამოსახლო მიწა ჩავაბარე და ხელწერილს გაახლებო. 1848 წელი.

დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ  ენაზე; ზომა: 17 X 10,5  სმ;

 

18.ის № 6466/18 – ხელწერილი საეკლესიო ყმა ანტონ (ტარიელა) ჭელიძისა მასზედ, რომ მან ჩაიბარა სამოსახლო ადგილი „ჭანეთის ღელეში“ და ბეგარას რვა აბაზს (ვერცხლის ფული) ყოველწლიურად გადაიხდის. 1848 წელი.

დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ ენაზე; ზომა: 22 X 17,5  სმ;

 

19.ის № 6466/19 – რაპორტი გელათის მონასტრის საეკლესიო ქონებათა გამგე არქიმანდრიტ სვიმეონისა იმერეთის მიტროპოლიტ დავითისადმი. აცნობებს, რომ თქვენი მოწერილობის თანახმად ჩავაბარე საეკლესიო ყმა ტარიელა ჭელიძეს სამოსახლოდ ბეითალმანი მიწა, წოდებული „ჭანეთის ღელედ“, რვა ქცევა და ჩამოვართვი ხელწერილი, რომ ეს ადგილი არც გაყიდოს, არც გააჩუქოს, ხოლო ბეგარა – რვა აბაზი ვერცხლის ფული ყოველწლიურად გადაიხადოსო. 1848 წელი.

დედანი; 2 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართულ   ენაზე; ზომა: 18 X 11 სმ;

ჭელიძე - გვარის 13 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ჭელიძე გიორგი მიხეილის ძე მღვდელი
ჭელიძე გიორგი მიხეილის ძე - მღვდელი.

დაბ. სოფ. ბახვი ოზურგეთი  1885-1924წწ მღვდელი, დახვრიტეს. მსახურობდა უკანაფშავი ბიოგრაფია

სრულად ნახვა
ჭელიძე სვიმეონი სპირიდონის ძე ქუთათელ-გაენათელი  მიტროპოლიტი
ჭელიძე სვიმეონი სპირიდონის ძე - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი. სრულად ნახვა
ჭელიძე ანასტასია - მონაზონი. 2015 წლის 05 აპრილს, მონაზვნად აღკვეცა. სრულად ნახვა
ჭელიძე ნიკოლოზ თევდორეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე ერმოლაოზი - დეკანოზი. სრულად ნახვა
ჭელიძე თედორე გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე სიმონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე სპირიდონ იოსების ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე გიორგი ქაიხოსროს ძე - მღვდელი. 1845-1913წწ სრულად ნახვა
ჭელიძე გიორგი - დეკანოზი. 2014 წლის 07 იანვარს, დიაკვნად ხელდასხმა. 2016 წლის 17 აპრილს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; 2017 წლის 02 აპრილს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრით; სრულად ნახვა
ჭელიძე სიმონ სპირიდონის ძე - მღვდელი. გარდ. († 13.11.1935) სრულად ნახვა
ჭელიძე ეკატერინე/ქეთევან რევაზის ასული - მონაზონი. დაბ. 1959წ. სრულად ნახვა
ჭელიძე მოსე (ავთანდილ) - დეკანოზი (კაპელანი). თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი 2023წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 4

ჭელიძე იასონ ანთიმოზ იასონის ძე - ტაძრის აღმშენებელი.

1912წ. ჩორჯო (ამბროლაური) წმ. სამების ეკლესია

სრულად ნახვა
ჭელიძე ქეთევანი - მესანთლე.

2023წ. მდგომარეობით რუხი (ზუგდიდი) წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

სრულად ნახვა
ჭელიძე ტარიელა - საეკლესიო ყმა. გადაეცა სამოსახლო მიწის ნაკვეთი 1848წ. სოფელ ჯიმასტაროში  ( „ჭანეთის ღელე“)  სრულად ნახვა
ჭელიძე ბესარიონ - ტაძრის აღმშენებელი. ნაქულბაქევი (თბილისი, ავჭალა) სპირიდონ ტრიუფუნტელის ტაძარი

2013წ. ნაქულბაქევი (თბილისი, ავჭალა) წმ. გიორგის დედათა მონასტერი

სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.