2019წ. ღვთივგანისვენა დეკანოზი წილკნისა და დუშეთის ეპარქია
დავითაშვილი ნეოფიტე დეკანოზი, დაბ. 1961წ. წილკნის და დუშეთის ეპარქია, ანანურისა და მუხრანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრების წინამძღვარი.მოსახსენებელი 2008წ. გვ.69 დაკრძ. მუხრანში
გარდაიცვალა ანანურისა და მუხრანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრების წინამძღვარი - დეკანოზი ნეოფიტე დავითაშვილი.
ტაძრის წინამძღვარი და მრევლი სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს, მრევლს და ეპარქიას.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს განსვენებულის სულს.
დეკანოზი ნეოფიტე (ზურაბი) უშანგის-ძე დავითაშვილი დაიბადა 1961 წ. ქ. თბილისში. დაამთავრა სავაჭრო კოოპერატიული ტექნიკუმი. 1992-1994 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1997 წ. წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1998 წ. 12 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი.
1998 წ. ფასანაურის წმ. მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვარი. 1998 წ. მუხრანის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი. 2002 წლიდან ანანურის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარია.2006 წელს მიენიჭა დეკანოზობა, ხოლო 2009 წ. 26 სექტემბერს მიიღო გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება.