სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა


კიკნაძე  სეით ვახუშტის ძე 1868-1949წწ  დაიბადა და მოღვ. სოფ. სარგვეში ხარაგაული

სეით ვახუშტის ძე კიკნაძის ბიოგრაფია

 სეით ვახუშტის ძე კიკნაძე დაიბადა 1868 წელს. მშობლები: მამა ვახუშტი - დიაკვანი დაიბადა სარგვეშში, დედა - თეკლე მშვილდაძე - ბებიაქალი ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩიდან. სეით კიკნაძემ დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, როდის ეკურთხა მღვდლად უცნობია, ცოლად ჰყავდა ზინობი არაბიძე-კიკნაძე. ჰყავდა სამი ვაჟიშვილი და ოთხი ქალიშვილი, რომელთაგან უფროსი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი ბავშვობაშივე დაიღუპნენ ბატონებით. სეით კიკნაძე  მსახურობდა მღვდლად ქუთაისთან ახლოს ფარცხანაყანებში და სოფელ სარგვეშში.  მე-2 მსოფლიო ომის დაწყებისას სეით კიკნაძე დაბრუნდა სოფელში (შვილები ივანე და სიმონი იბრძოდნენ ფრონტზე) და აქცევდა ყურადღებას სოფელში მარტო დარჩენილ რძალს და შვილიშვილებს.  სეით კიკნაძე გარდაიცვალა 1949 წელს სარგვეშში.

აღნიშნული ბიოგრაფია დაწერილია ჯუდუ იბანეს ძე კიკნაძის მიერ. დაბ. 2007წ.





ფოტო გადაღებულია შვილთან ესტატესთან ერთად.

ფოტოზე სეითის შვილი ივანე, შვილთაშვილი ჯუდუ და შვილთა შვილი ზვიად კიკნაძე.

მადლობა ზვიად ჯუდუს ძე კიკნაძეს ფოტომასალისთვის და ბიოგრაფიისთვის


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.