2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.7
დაჯილდოვება
2 ივნისს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა საების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი ანდრონიკე (წიქარიშვილი); მიტრით -საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი; გამშვენებული ჯვრით ––- ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი ანტონ გელაშვილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი წურწუმია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გიუტაშვილი.