აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი
16 მარტი
_ ღამის 2 საათზე მოწინააღმდეგემ დაიწყო მდინარე გუმისთაზე ქართველთა პოზიციებისა და ქალქ სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა. მოგვიანებით ჰაერში გამოჩნდა СУ25 ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთაც გადმოყარეს მანათობელი რაკეტები და დაბომბეს ქალაქი, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გამთენიისას მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა. რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთებს ევალებოდათ გზის „გაწმენდა~ და მეორე ეშელონად აფხაზთა და დაქირავებულთა შემოყვანა სოხუმში. მდინარე გუ მისთა რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა გადმოლახეს და ხელში ჩაიგდეს პლაცდარმი ე.წ. უჩხოზთან და გუმისთის ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი. დაიკავეს რამდენიმე ნაგებობა. მაგარამ მცირერიცხვოვან ქართველთაგან, რომლებიც პოზიციებზე მორიგეობდნენ, მედგარ წინააღმდეგობას შეხვდნენ. გამოცხადდა განგაში და დილის 5-6 საათისთვის ფრონტი გამაგრდა. განხორციელდა კონტრშეტევა და ფრონტის ხაზი აღსდგა. 16 საათისთვის დაიწყო გაწმენდითი ოპერაციები. დაბნელების შემდეგ ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა. ღამის განმავლობაში რესეთის სამხედრო თვითმფრინავებმა კვლავ რამდენიმეჯერ დაბომბეს ქალაქი, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ღამის 3 საათზე მოწინააღმდეგემ განახორციელა მეორე შეტევა, მაგრამ ვერ გადმოლახა მდინარე და უკან დაიხია.
_ სოხუმის თამარ მეფის, კუხალეიშვილის, მარუხის ქუჩები, თბილისის გზატკეცილი, შუქურას რაიონი _ აი, არასრული სია ადგილებისა, სადაც დიდი სიმძლავრის (300-500 კგ) საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს და მრავალი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები. ეს იყო ყველაზე მასშტაბური შემოტევა გუმისთაზე, რომელსაც 600-მდე დაქირავებული ოკუპანტი და აფხაზი სეპარატისტი შეეწირა. ქართული მხრიდან დაიღუპა ასზე მეტი მეომარი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
გუმისთა 1993 წლის 15-16 მარტი, 232 ბატალიონი!
36 მებრძოლი მხოლოდ ერთი დანაყოფიდან 15-16 მარტის საომარი მოქმედებების დროს დაცემულნი ბრძოლის ველზე!
1.ნური აფრასიძე 1954-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. საკენი კოდორის ხეობა
2. რამაზ ალასანია 1967-93წწ. გარდ. სოფ. აჩადარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი
3. გურამ ბაღიშვილი 1938-93წ. გარდ. სოფ გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშერა სოხუმი
4. გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი 1973-93წწ გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ.. სოხუმი აფხაზეთი
5. მურმან კარლოს ძე გუგუსიანი 1961-93წწ მდ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი
6.ფრიდონ გეგენავა 1970-93წწ. გარდ. მდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი
7. სოსლანი გასვიანი 1971-93წ. გარდ. მდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარი გულრიფში
8. თეიმურაზ გოგრიჭიანი 1973-93წწ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი
9. მარლენ დადვანი გარდ. 1949-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. კოჩრა ოჩამჩირე
10. ზურაბ ბიძინას ძე ვიბლიანი 1962-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია
11. მიხეილ ზანდუკელი 1969-93წწ გარდ. მდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი
12. დიმიტრი ივანეს ძე ზოტოვი 1971-93წწ გარდ. 22 წლის აფხაზეთი დაბ. სოხუმი
13. ელდარ ივეჩიანი 1969-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. ჩხალთა კოდორის ხეობა
14. მალხაზ მაისურაძე 1970-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ ახალსოფელი გუდაუთა
16. ოქროპირ მაცაბერიძე 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი
17. ფრიდონ მაისურაძე 1962-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა
18. შოთა რეხვიაშვილი 1949-16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ურავი ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმი
19. ამირან რეხვიაშვილი 1956-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი
20. ჯეირან სილაგაძე 1966-16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. მახა ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი
21. ტარიელ სტეფლიანი 1953-93წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი
22. თამაზ ტალახაძე 1952-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. რუსთავი ქვემო ქართლი, ფოტო ვერ მოვიძიეთ
23. ფრიდონ ტყემალაძე 1965-93წწ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. აზანთა გულრიფში
24. გივი ფარჯიანი 1954-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სტავროპოლი რუსეთი
25. იაროსლავ (გელა) ქალდანი 1945-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი
26. ნოდარი ქალდანი 1966-16/03/93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ ომარიშარი გულრიფში
28. ირაკლი ჩალაძე 1957-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი
29. ზვიად ცინდელიანი 1964- 16/03/93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი
30. ხვიჩა ცხადაია 1974- 17/03/93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი
31. გოგი წერედიანი 1956-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ. ჩხალთა კოდორის ხეობა
32. გია წურწუმია 1960-93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. ქ. გუდაუთა აფხაზეთი
33. ჯანჯღავა ამირანი გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია
34. რაულ ჯღამაძე 1951-93წწ. გარდ. 42 წლის ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი
35. ბაადურ ჯაჭვლიანი 1966- 16/03/93წწ. გარდ. სოფ. ომარიშარა გულრიფში დაბ. სოფ. ომარიშარა გულრიფში აფხაზეთი
36. რეზო ჯაჭვლიანი 1952- 16/03/93წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარა გულრიფში აფხაზეთი
მარინა ნაჭყებია 15. 03. 2023
იური ომანაძე ომარის ძე 1957-1993წწ გარდ. 36 წლის აფხაზეთში დ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი
გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. 30 წლის, აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი
გიორგი (ჯუმა) გურამის ძე თვალთვაძე 1962-93წწ გარდ. 31 წლის, აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოხუმი
თამაზ (ხვიჩა) მიქაძე 1964-93წწ. გარდ. აჩადარა აფხაზეთში დაბ. სოხუმი აფხაზეთი
სოსო ციკოლია 1962-16/03/93წწ გარდ. გუმისთა სოხუმი დაბ. ტყვარჩელი აფხაზეთი