წერეთელი დავით მღვდელი 1777წ
საქმე 5623 - ყმა-მამულის წყალობის წიგნი, მიცემული სოლომონ I-ის მიერ მღვდელ ონოფრე ჯაფარიძისადმი. დამწერი მღვდელი დავით წერეთელი
3307. 1766 წ. ყმების შეწირულების წიგნი, მიცემული სოლომონ I-ის მიერ ხონის წმ. გიორგის ეკლესიისადმი. დამწერი მღვდელი დავით წერეთელი
5623. 1777 წ. 27 ოქტომბერი. ყმა-მამულის წყალობის წიგნი, მიცემული სოლომონ I-ის მიერ მღვდელ ონოფრე ჯაფარიძისადმი. დამწერი მღვდელი დავით წერეთელი
5623. 1777 წ. 27 ოქტომბერი. ყმა-მამულის წყალობის წიგნი, მიცემული სოლომონ I-ის მიერ მღვდელ ონოფრე ჯაფარიძისადმი. დამწერი მღვდელი დავით წერეთელი
შემდეგ საბუთში მოთხრობილია ამბავი მღვდელ დავით წერეთლისა, რომელიც მეფე სოლომონ I-ის უერთგულესი იყო და ამ ერთგული სამსახურისთვის მეფისგანაც სათანადოდ დაფასებული. დავითს ერთადერთი შვილი მოუკვდა, უმემკვიდროდ დარჩა: „... უწყალოსა სიკუდილსა ეწყლა გულითა, და ერთიღა მხოლოჲ ძე მიეღო, და იგი უმკვიდრო იყო...“. საბუთიდან ირკვევა, რომ მისი მამული სიკვდილის შემდეგ სამეფოს კუთვნილებაში უნდა გადასულიყო. მისავე სიცოცხლეში სოლომონ II-ის სურვილითა და დავით წერეთლის თანხმობით მამული და ყმები შესწირეს ჯრუჭის მონასტერს მეფე სოლომონ I-ის საუკუნო მოსახსენებლად: „... ნებითავე მისითა ყოველივე მისი ქონებული შევსწირეთ შენდა, დიდო მოწამეო გეორგი, ჯრუჭის უდაბნოსა
შინა განსვენებულო, და განუსაკუთრეთ პატიოსანსა მას ადგილსა და მონასტერსა და მას შინა შეკრებულთა წმიდათა მამათა“ ... ტექსტიდან ვიგებთ, რომ ტაძრისთვის შეუწირავთ ქორეთის სასახლე „მისი ზურითა, მიწითა, ადგილითა... ქორეთის სოფელსა შინა მოსახლეები...“ (ჩამოთვლილია გვარები). საბუთში მოცემულია მტკიცე განჩინება, რომ ვიდრემდის იცოცხლებდა პატიოსანი მღვდელი დავითი, ისინი მას ემსახურებოდნენ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი - ჯრუჭის უდაბნოს უწმინდეს კათალიკოს მაქსიმესა და ყოვლად სამღვდელო მიტროპოლიტებს: „... ესე მტკიცე განჩინება, ესრეთ განვასაზღურეთ, ვიდრემდის ცოცხლებდეს ესე პატიოსანი მღუდელი დავით, მას მსახურონ და შემდგომად მიცუალებისა მისისა უცუალებელად განესაკუთროს უდაბნოსა ჯრუჭისასა, თანა მოწამეობითა უწმიდესისა კათოლიკოსისა მაქსიმესითა, და ყოვლათ სამღუდელოთა მიტროპოლიტთა მიერ...“.







