სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კანდელაკი  ანტონი არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კანდელაკი ანტონი არქიმანდრიტი

2008 წლის 27 იანვარს ბერდიაკვნად კურთხევა. 2008 წლის 02 მარტს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2009 წლის 14 მაისს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.  2010 წლის 23 მაისს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. საფრანგეთის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი 

2021წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი დასავლეთ ევროპის ეპარქია


კანდელაკ ანტონი არქიმანდრიტი, 2021წ. საფრანგეთის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი 

საპატრიარქოს უწყებანი N3 30იანვარი-6თებერვალი 2008წ გვ. 8

ხელდასხმა

27 იანვარს ნინოობის დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა ყოვლადწმინდა სამების ლავრის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (კანდელაკი)


საპატრიარქოს უწყებანი N6 6-12 მარტი 2008წ გვ. 9

ხელდასხმა

2 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ანტონს (კანდელაკი). მღვდელ-მონაზონი ანტონი უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დასავლეთ ევროპის ეპარქიაში (საფრანგეთი) იმსახურებს.

საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.10

დაჯილდოება

14 მაისს, პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის პირველ წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურნი: ბერლინის წმინდა მღვდელმოწამე კირიონის სახე- ლობის ეკლესიის წინამძღვარი (გერმანია), არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) — მეორე გამშვენებული ჯვრით; კანის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), იღუმენი ისააკი (ფირცხალავა) — არქიმანდრიტის წოდებით; ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ბელგია), იღუმენი დოსითე (ბოგვერაძე) — არქიმანდრიტის წოდებით; ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი) იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) — არქიმანდრიტის წოდებით; დიუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ისე (გელაშვილი) ჯვრითა და იღუმენის წოდებით; (გერმანია), ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. ვიტორიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (გრიგალაშვილი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.


საპატრიარქოს უწყებანი N19 27 მაისი-2ივნისი 2010წ გვ. 6

დაჯილდოვება

23 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი პიმენი (ქარდავა); პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი ანტონი კანდელაკი; ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე). გამშვენებული ჯვრით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარ- კეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ უშიკიშვილი. მაროქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, მღვდელ-მონაზონი ელისე (აბრამიშვილი); თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.