იბეჭდება ნინო ელიზბარაშვილის, დავით. გაბუნიასა და ოთარ შენგელიას სელშეწყობით
მადლობა გვინდა გადავუხადოთ:
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლებს: ანზორ კალმახელიძე, ცისანი ჩიხლაძეს, ნელი ნადარეიშვილს, გივი მაისურაძეს, ეკა კოპაძეს, ესმა ვეშაგურიძეს, ზინა ვერულაშვილს, ზოია სიქინავას, ნათია ღლონტს და გია კალაძეს,
საინფორმაციო სააგენტო „გუმათეს თანამშრომლებს: მარლენ მელქაძეს, ირინე სიდამონიძეს, ნანი რამიშვილს და მერი წოწორიას,
წიგნის კორულტანტს, ისტორიის მეცნიერებათა. კანდიდატს ნიკო ჯავახიშვილს.
წიგნის შემდგენლები: თამაზ ყიფიანი (რედაქტორი)
თენგიზ გაჩეჩილაძე. გურამ სიმონიშვილი.
გამოსაცემად მომზადებულია და მალე დაისტამბება. წიგნის მეორე ნაწილი
ცოტა რამ ჯილდოების შესახებ: საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორდენი არის წარჩინების ნიშანი, საპატიო ჯილდო, რომლითაც სახელმწიფო გამოხატავს განსაკუთრებულ მადლიერებას და აღნიშნავს პიროვნების დამსახურებას სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. ორდენის, როგორც წარჩინების ნიშნის წარმოშობა, დაკავშირებულია სარაინდო, სასულიერო-სარაინდო ორდენებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.
ჯერ კიდევ XII საუკუნიდან არსებობდა დასავლეთ ევროპაში სამხედრო და ბერ-მონაზონთა სარაინდო ორდენები. XIV-XVI საუკუნეებში.
ფართოდ გავრცელდა სამეფო კარის ორდენები, რომელთა წევრები ძირითადად წარჩინებულნი, დიდგვაროვანნი ან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ. მათ სამოსს ამშვენებდა სხვადასხვა საორდენო ნიშანი, რომელმაც დროთა მანძილზე ჯილდოს სახე მიიღო. ერთ-ერთი პირველი ჯილდოები იყო ინგლისში „წვივსაკრავის ორდენი“ (128 წელი), საფრანგეთში „სულიწმინდის ორდენი“ (1579 წელი). XVIII და XVIII საუკუნეებში მრავალი მსგავსი ორდენი დაწესდა და გავრცელდა მთელს ევროპაში. ცოტა მოგვიანებით შემოიღეს ჯილდოს ნიშნები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, კერძოდ იაპონიაში – „ამომავალი. მზის“ ორდენი, ჩინეთში –- „ორმაგი დრაკონის“ ორდენი, თურქეთში –. „ნახევარმთვარის“ ორდენი, ირანში – „ლომისა და მზის“ ორდენი, რუსეთში – „ანდრია პირველწოდებულის“ და „წმინდა ეკატერინეს“ ქალთა ორდენი, რომელიც პეტრე პირველმა დააკანონა, შემდგომ რუსეთის საიმპერატორო კარმა სამხედროების დასაჯილდოებლად დააწესა „წმინდა ალექსანდრე ნეველისა“ და „წმინდა გიორგის“ ორდენები.
საქართველოში ძველად მიღებული იყო ყმა-მამულის, ფულის, ძვირფასი ნივთების, ჯიშიანი ბედაურის ანდა საბრძოლო იარაღისა თუ აღჭურვილობის ბოძება.
ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს იოანე ბაგრატიონმა საკმაოდ ვრცლად და დამაჯერებლად ჩამოაყალიბა ქართული სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დაწესების იდეა თავის მიერ შედგენილ და „სჯულდებად“ სახელდებულ ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივ რეფორმათა პროექტში. მეფე გიორგი XII-ის გარდაცვალებისა და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ რეფორმათა განხორციელება ვერ მოხერხდა.
02
ეროვნული სახელმწიფო ჯილდოების დაწესება განზრახული ჰქნდათ 1832 წლის დამლევს გამჟღავნებული შეთქმულების ორგანიზატორებს (ინიციატორი იყო გამოჩენილი მამულიშვილი ალუქსანდრე ორბელიანი). ისინი იდეის განხორციელებას ვარაუდობდნენ შეიარაღებული აჯანყების წარმატებით დამთავრებისა და ხელისუფლების მოპოვების შემდგომ, რაც ცნობილი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.
პირველი ქართული ორდენი შეიქმნა 1 მსოფლიო ომის დროს. 1916 წლის იანვარში ოსმალეთის ტერიტორიაზე დაბანაკებული ქართული. ლეგიონის საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულმა კომიტეტმა დააწესა სამხედრო წარჩინების ნიშანი, რომელსაც შემდგომ „თამარ მეფის“ ორდენი ეწოდა, ამ ორდენით დაჯილდოება 1918 წლის მიწურულამდე გრძელდებოდა.
გერმანელთა მხარეზე მებრძოლმა ქართველმა ემიგრანტებმა მიხეილ წერეთელმა და შალვა მაღლაკელიძემ აღდგინა თამარ მეფის ორდენი, რომლითაც II მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამდე აჯილდოებდნენ.
„თამარ მეფის“ ორდენის კავალერთა შორის არიან როგორც ქართველები, ისე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და დაცვისათვის მებრძოლი გერმანელები. აქედან გამომდინარე „თამარ მეფის“ ორდენი არსებითად გერმანულ-ქართული სამხედრო პოლიტიკური პოლიტიკური ალიანსის ჯილსოა, თუმცა ამავე დროს, იგი პირველი ქართული ორდენიც არის.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1918 წლის 26 მაისი) შემდეგ ქვეყნის მმართველობის სათავეში მოსულმა სოციალ-დემოკრატებმა არ იზრუნეს საკუთარი ჯილდოების დაწესებაზე. ამდენად, 1918-1921 წლებში რესპუბლიკის სამხედრო უწყება ქვეყნის დაცვაში თავგამოჩენილთ აჯილდოებდა რუსული საიმპერიო წარჩინების ნიშნებით – წმინდა გიორგის ჯვრებით, რომლებიც სამხედრო საწყობებში იყო შემორჩენილი.
საქართველოს იძულებითი გასაბჭოების (1921 წლის თებერვალ-მარტი) შემდეგ დაწესდა ქართული საბჭოთა ჯილდოები საბრძოლო. დანიშნულების – წითელი დროშის ორდენი (1921-1924 წლები). შრომის ორდენი (1928-1931 წლები) და შრომის წითელი დროშის ორდენი (1931-1936 წლები), რომლებიც გაიცემოდა საქართველოში საბჭოთა.
ხელისუფლების დამყარებასა და განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის. წარჩინების ამ ნიშნებით დაჯილდოების შეწყვეტის შემდეგ. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირის ორდენები და მედლები. აქვე უნდა ითქვას, რომ 1990 წლის ნოემბრამდე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო სხვადასხვა დამსახურებისათვის მაინც საკუთარი წარჩინების ნიშნებით (ოღონდ არა ორდენებითა და მედლებით) აჯილდოებდა რესპუბლიკის მკვიდრთ და საპა–
03
ტიო წოდებებსაც ანიჭებდა. არსებობდა ჯილდოები სხვადასხვა! სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის.
1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სცადა შემოეღო ქართული სახელმწიფო ჯილდოები, რაც იმხანად ვერ მოხერხდა.]
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1992 წლის 27 ნოემბრის N 18 დადგენილებით, რომელსაც, ხელს აწერდა საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე, შეიქმნა სახელმწიფო ჯილდოების თაობაზე წინადადებების მოსამზადებელი კომისია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის ალექსანდრე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ცნობილი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწენი.
აქედან მიეცა დასაბამი დამოუკიდებელი საქართველოს ქართული ორდენებისა და მედლების ისტორიას.
კომისიამ ძალზე შემჭიდროებულ ვადებში წარადგინა დასკვნა: „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დაწესების შესახებ წინადადებების განხილვის საფუძველზე კომისია ადგენს: მიზანშეწონილად ჩაითვალოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოების –- ორდენებისა. (და მედლების დაწესება“. ნუსხაში ჩამოთვლილი ორდენები და მედლები, შემდგომში საქართველოს კანონით იქნა დაწესებული. კომისიის თხოვნით საქართველოს დამსახურებულმა არქიტექტორმა გიორგი ავსაჯანიშვილმა და ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, მხატვარმა ემირ ბურჯანაძემ უმოკლეს ვადებში შექმნეს ორდენებისა და მედლების ესკიზები. მათ ამ ჯილდოებს საფუძვლად დაუდეს ქართული პერალდიკური სიმბოლიკა. ჩვენი კულტურის გვირგვინი.
– ქართული დამწერლობა. ქართული სულით შთაბერილ ორდენთა მრგვლოვან ასომთავრულში აზრის ტევადობის თვალსაზრისით ამას მკითხველი ორდენების აღწერილობაში წაიკითხავს).
შევარდნაძე ედუარდ ამბროსის ძე (1928-2014) დაბ. სოფ.მამათი ლანჩხუთი გურია
1992 წლის 24 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“, რომლითაც დაწესდა: „დავით აღმაშენებლის ორდენი“; „ვახტანგ გორგასლის ორდენი“ (I, II და III ხარისხის); „ღირსების ორდენი“; მედალი „მხედრული მამაცობისათვის“, მედალი. „საბრძოლო დამსახურებისათვის“; „ღირსების მედალი".
ამით კვლავ აღდგა საქართველოში ქართულ სახელმწიფო ჯილდოების ტრადიცია, რაც უდავოდ დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა.
04
საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წლის 26 ივნისს. მიღებული კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების წესების შესახებ“ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, სახელმწიფო ჯილდოებს კიდევ ერთი, საგანგებოდ უცხოელთათვის განკუთვნილი ჯილდო –- „ოქროს საწმისის“ ორდენი დაემატა.
საზოგადოებისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება იმის გაგება, რომ „ოქროს საწმისის“ ორდენის შექმნის იდეა თავად საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის. ორდენის შესაქმნელად თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით, მხატვართა და ჰერალტიკსთა ჯგუფთან ერთად, წარმოდგენილ პროექტებსა და ესკიზებს შორის უპირატესობა მიენიჭა იმ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ესკიზს, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მხატვარი მამუკა ფონცაძე და ჰერალდიკოსი მამუკა წურწუმია. დღეს არსებულ „ოქროს საწმისის“ ორდენზე საავტორო უფლება მათ ეკუთვნით.
„ოქროს საწმისი“ კაცობრიობის პრეისტორიული წარსულიდან მომდინარე საკრალური ხატია: მითოლოგიური ეპოსის სახესიმბოლოთა შესაბამისად, ისიც მრავალგანზომილებიანია. „ოქროს საწმისი“ ადამიანის მარადიული ღვთაებრივი არსის გამოხატულებაა. იგი მოსაპოვებელი აქვს კაცობრიობას. მისი მოპოვება ადამიანის ამაღლებას, სულიერ სრულყოფას, სამყაროს ღვთაებრივ არსთან ზიარებას ნიშნავს.
მისი მიღწევა სიძნელეთა გადალახვითაა შესაძლებელი. სიბრძნე და გონიერება ქალის სახით შემწედ მოვულინა მაძიებელთა. ეს ძიება დიდ მსხვერპს მოითხოვს.
უძვლესი სახელმწიფოებრიობის (კოლხეთი) სიმბოლო, ანტიკურ კულტურულ სამყაროსთან მჭიდრო კავშირის დასტური და დღევანდელ დღეს დასავლური ფასეულობებისაკენ ქართველთა უწყვეტი ლტოლვის გამოხატულება.
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით
მფრინავი – გვარდიის პოლკოვნიკი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ. სოფ. გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 25 დეკემბრის N 10 ბრძანებულებით დაჯილდოვდა საქართვლოს რესაუბლიკის. შვიარადებუვლი ძალების მფრინავი – გვარდიის პოლკოვნიკი ჯიმშერ დიმიტრის ძე მაისურაძე.
ჯიმშერ მაისურაძე დაიბადა 1949 წლის 25 მარტს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში 1992 წლის 2 აპრილს იგი დაინიშნა ეროგნული გვარდიის საავიაციო ნაწილის მეთაურად. მონაწილეობდა სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში. ჯ. მაისურაძე მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებდა სარდლობის
05
დავალებებს. პირადი მამაცობის შედეგად მან მრავალი მეომრის სიცოცხლე გადაარჩინა. 1992 წლის 22 დეკემბერს, საბრძოლო დავალების შესრულების დროს იგი გმირულად დაიღუპა
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მას მიენიჭა სიკვდილის შემდეგ ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირული თავდადებისა და მამაცობისათვის.
მერაბ სერგოს ძე გელაშვილი 1966-92წწ მფრინავი გარდ. 26 წლის ათარა აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხური გალი
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 25 დეკემბრის M11 ბრძანებულებით დაჯილდოვდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მფრინავი, გვარდიის კაპიტანი მერაბ სერგოს ძე გელაშვილი.
გელაშვილი დაიბადა 1966 წლის 8 ივლისს გალის რაიონის სოფელ მუხურაში.
1992 წლის 4 დეკემბერს იგი დაინიშნა ეროვნული გვარდიის მფრინავ-შტურმანის თანამდებობაზე. მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. შეასრულა 86 საბრძოლო გაფრენა. მ. გელაშვილმა პირნათლად მოიხადა. თავისი მხედრული ვალი. იგი დაილუპა 1992 წლის 22 დეკემბერს საბრძოლო დავალების შესრულების დროს.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი მას მიენიჭა სიკვდილის შემდეგ სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 28 თებერვლის M23 ბრძანებულებით დაჯილდოვდნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის სამხედრო
მოსამსახურეები: ადამია გენო აკაკის ძე 1936-93წწ საქართველოს გენერალი დაბ. სენაკი სამეგრელო –- 23ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური;
ალექსანდერე გეორბელიძე 1967-05/01/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა, აფხაზეთში დაბ. სოხუმი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის პირველი მექანიზებული ბატალიონის დაზვერვის სამსახურის უფროსი (სიკვდილის შემდეგ);
ზაურ უჩაძე, გიორგის ძე (1952) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. უცხერი ცაგერი ლეჩხუმი -– კორპუსის მეთაურის პირველი მოადგილე:
ვალერი ქვარაია ლავრენტის ძე დ.1950წ. საქართველოს გენერალი დაბ. გალი აფხაზეთი – კორპუსის შტაბის უფროსი, მეთაურის მოადგილე;
ემზარ ჭოჭუა სიმონიეს ძე დ. 1951წ. საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ჭალადიდი ხობი სამეგრელო – კორპუსის სარაკეტო ჯარებისა და საარტილერიო სამსახურის უფროსი;
თენგიზ ძაძამია 1959-02/10/92წწ გარდ. სოფ. აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ კელასური სოხუმი –- 23-ე მექანიზებული ბრიგადის. პირველი მექანიზებული ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური. (სიკვდილის შემდეგ).
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი მათ მიენიჭათ სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის.
მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 3 იანვრის N 1 ბრძანებულებით დაჯილდოვდა
06
ოზურგეთის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების წესრიგისა უშიშროების დაცვის პოლიციის საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნუგზარ ამირანის ძე სეფერთელაძე.
ნუგზარ სეფერთელაძე დაიბადა 1952 წელს ქ. ოზურგეთში. 1981 წლის 10 ოქტომბრიდან იგი მსახურობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა და შრომისმოყვარე მუშაკმა. ნუგზარ სეფერთელაძე დაიღუპა 1992 წლის 28 დეკემბერს ძებნაში მყოფი ბოროტმოქმედის დაკავებისას.
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ მას მიენიჭა სიკვდილის შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი პირადი მამაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 28 თებერვლის N 23 ბრძანებულებით დაჯილდოვდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინი სტროს შეიარაღებული ძალების მეორე კორპუსის 23ე მექანიზებული.
ბრიგადის პირველი მექანიზებული ბატალიონის უფროსი მზვერავი რაშიდ მიხეილის ძე ანთია.
რ. ანთია დაიბადა 1961 წლის 15 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ საკაფაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს. იგი აქტიურად ჩაება საბრძოლო ოპერაციებში, ჩაირიცხა მზვერავთა რიგებში და საზრიანი მოქმედებით ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მოიპოვა. 1993 წლის 5 იანვარს მისი თავგანწირული მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგის მიერ დაგეგმილი საბრძოლო ოპერაცია ჩაიშალა.
მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ მას მიენიჭა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის.
ღირსების ორდენით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 10 აპრილის N 37 ბრძანებულებით დაჯილდოვდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სამმართველოს ცალკეული საპატრულო ბატალიონის მეთაურის მოადგილე,
მაიორი ვახტანგ მიხეილის ძე კაპანაძე.
ვ. კაპანაძე დაიბადა 1960 წელს ქ. თბილისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს იგი სოხუმში ხელმძღვანელობდა შტაბის მუშაობას. ოჩამჩირეში, სოფელ ლაბრის აღებისათვის გამართული ბრძოლისას მან გმირულად ჩაახშო მოწინააღმდეგის რამდენიმე საცეცხლე წერტი, არტილერიას ბრძოლის წინა ხაზიდან უკეთებდა კორექტირებას, რის შედეგადაც მოისპო მოწინააღმდეგის რამდენიმე დასაყრდენი პუნქტი.
ღირსების ორდენი მას მიენიჭა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის
07
ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის ღირსების მედლით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993.
წლის 10 აპრილს M37 ბრძანებულებით დაჯილდოვდა ლეიტენანტი მალხაზ კონსტანტინეს ძე ბეგიაშვილი.
მ. ბეგიაშვილი დაიბადა 1960 წელს ქ. თბილისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს მან, როგორც სამხედრო პოლიციის გაერთიანებული ბატალიონის კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაურმა, დიდი სამუშაო ჩაატარა ქ. ოჩამჩირეში ბატალიონის ქვდანაყოფის კავშირით უზრუნველყოფაში. რამაც ხელი შეუწყო სოფელ ბესლახუბასთან გამართულ ბრძოლაში ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას.
ღირსების მედალი მას მიენიჭა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადდებისათვის.
დავით აღმაშენებლის ორდენით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 დეკემბრის M 743 ბრძანებულებით აღსაყდრების 20 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა-აღორძინების, ქართველი ერის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, სხვა რელიგიური აღმსარებლობისა და რწმენისადმი შემწყნარებლობის. დამკვიდრების, საზოგადოების ერთიანობისა და ქვეყნის გამთლიანებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის.
„ოქროს საწმისის ორდენით“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივნისის M630 განკარგულებით დაჯილდოვდა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფუძნებული „კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივის“ პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლთა დაცვის უზრუნველყოფაში და ფართოდ ჩააბას საზოგადოება ამსაკითხის მოგვარებაში. ჯეიმს ვულფენსონს უდიდესი წვლილი მიუძღვის პროექტის შემუშავებაში. მსოფლიო ბანკმა თავის ისტორიაში.
უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ერის სულიერი და მატერიალური კულტურის შენარჩუნებისათვის საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით პირველად შეიმუშავა პროექტი კულტურის სფეროში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამას სოციალური და ეკონომიკური დატვირთვაც აქვს – კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა.
08
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სფეროს განვითარებას უნდა იწვევდეს.
ეს არის ცდა ჩამოყალიბდეს მოდელი, თუ როგორ უნდა გაიშალოს მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საბაზრო ეკონომიკისაკენ მიმავალი ქვეყნისათვის.
ჯ. ვულფენსონის ინიციატივით მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტა კულტურული მემკვიდრეობის პროექტის დაფინანსება, რომლის მთავარ მიზანს კონკრეტული კულტურული ძეგლების გადარჩენასთან ერთად, მისი სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვაც წარმოადგენს. პროექტის განსაკუთრებული ინტერესის სფეროში საქართველოს ექვს სხვადასხვა რეგიონთან ერთად მოექცა ძველი თბილისიც. ექსპედიციების მუშაობისას დაფიქსირდა საკმაო რაოდენობის ისტორიულ-კულტურული ღირებულების ობიექტები, რომლებიც აქამდე არსად არ იყო აღნუსხული და არც ერთ სიაში არ შედიოდა, მოხდა მათი ფოტოფიქსაცია.
1998 წლის 18 თებერვალს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში ხელი მოეწერა დოკუმენტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის 5 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფის შესახებ.
მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული პროექტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების სულიერების დაცვას, მატერიალური კულტურის გადარჩენას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესას და საბოლოოდ, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
„ოქროს საწმისის“ ორდენი ჯეიმს ვულფენსონს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, ეკონომიკის რეფორმირებასა და ქართული კულტურის მემკვიდრეობის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
"წინამდებარე წიგნი „წიგნი ღირსებისა", რომელიც იბეჭდება აკაკი ჩხაიძის, ჯემალ ინაიშვილის, ნინო ელიზბარაშვილის, დავით გაბუნიას და ოთარ შენგელიას ხელშეწყობით, დამოუკიდებელი საქართველოს ღირსეულ მამულიშვილთა წარმოჩენის პირველი ცდაა. ჩვენი მიზანია შთამომავლობას შემოვუნახოთ იმათი სახელები, ვისი თავგანწირვაც
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის, განსაკუთრებული წვლილი მშვიდობიანი აღმშენებლობის პერიოდში,
გამორჩეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში.
თამაზ ყიფიანი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე: 2000 წელი
09
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო: დადგენილება M18
27
ნოემბერი 1992 წელი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების თაობაზე
წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო ადგენს:
1.
შეიქმნას კომისია
წინადადებების შესამუშავებლად სამშობლოს დაცვის
დროს გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და
დამოუკიდებელი ქართული
სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის
აღსანიშნავად სახელმწიფო ჯილდოების (ორდენი, მედალი
და
სხვა) დაარსებისათვის შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი 1917-97წწ. აკადემიკოსი არქეოლოგი წარმ. სოფ. ხოვლე კასპი - საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი (თავმჯდომარე)
წევრები:
ლერი აბაშიძე ივანეს-ძე 1935-94წწ საქართველოს გენერალი დაბ. ხაშური ქართლი – ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინსპექტორებისა და კონსულტანტების ჯგუფის უფროსი -მთავარი სამხედრო მრჩეველი
ელგუჯა ამაშუკელი 1928-2002წწ. მოქანდაკე, მხატვარი წარმ. სოფ. ამაშუკეთი ხარაგაული - საქართვლოს რესპუბლიკის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე
მზეჭაბუკი (ჭაბუა) ამირეჯიბი ირაკლის ძე 1921-2013წწ მწერალი დაბ. თბილისი- მწერალი, საქართველოს პარლამენტის წევრი
ნაირა გელაშვილი - მწერალი დაბ. 1947 წ. დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფ. ნუკრიანი.
კახა გველესიანი
ოთარ ლითანიშვილი 1923-2003წწ მხატვარი, არქიტექტორი, თანამდებობის პირი, ქ. თბილისი -ქ. თბილისის მერი, საქართველოს პარლამენტის წევრი
მარიკა ლორთქიფანიძე 1922-2018წწ აკადემიკოსი ისტორია დაბ. ბათუმი აჭარა - საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი 1922-2018წწ აკადემიკოსი ისტორია დაბ. ბათუმი აჭარა
თორნიკე პაპავა - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორგანოების სამმართველოს უფროსი - პოლკოვნიკი
გიორგი ყარყარაშვილი ნოდარის ძე დ. 1966წ. საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი -ბრიგადის გენერალი.
2.
დაევალოს კომისიას
ერთი თვის
ვადაში შეიმუშაოს
ქართული სახელმწიფო ჯილდოების ნიმუშები,
დებულების პროექტი
სახელმწიფო ჯილდოების
შესახებ და
წარმოუდგინოს ეროვნული
უშიშროებისა და
თავდაცვის საბჭოს
წინასწარ განსახილველად.
საქართველოს რესპუპლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ე. შევარდნაძე
010
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
დაწესდეს საქართველოს რესპუბლიკის შემდეგი
სახელმწიფო
ჯილდოები – ორდენები და
მედლები:
დავით აღმაშენებლის ორდენი;
ვახტანგ გორგასლის ორდენი - I, II, III
ხარისხისა;
ღირსების ორდენი;
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;
მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;
ღირსების მედალი
2.
დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და
მედლების დებულება.
3.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა
გადაწყვიტოს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების
დასამზადებლად ხარჯების
გამოყოფის საკითხი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური
ე. შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე (დ. 14 თებერვალი, 1940, ლესა, ლანჩხუთის რაიონი — გ. 10 ივნისი, 2007, თბილისი)
თბილისი,1992 წლის 2 დეკემბერი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულება:
1.
საქართველოს რესპუბლიკის იმ მოქალაქეთა დასაჯილდოებლად,რომელთაც
გმირობა, მამაცობა
გამოიჩინეს სამშობლოს
დაცვისა და
ერთიანობისათვის ბრძოლაში.
განსაკუთრებული პირადი
წვლილი მიუძღვით
დამოუკიდებელი ქართული
სახელმწიფოს მშენებლობაში, დაწესებულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოები -
ორდენები და
მედლები:
დავით აღმაშენებლის ორდენი;
ვახტანგ გორგასლის ორდენი - I, II, III
ხარისხისა;
ღირსების ორდენი;
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;
მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;
ღირსების მედალი
011
2.
დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო,
სამხედრო და
სისულიერო პირნი,
გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართველი ერის
წინაშე უდიდესი
ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და
აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი
თვალსაჩინო პირადი
წვლილისათვის.
3.
ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს
დაცვისა და
ერთიანობისათვის ბრძოლებში
გამოიჩინეს გმირული
თავდადება და
მამაცობა, უნარიანი
ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს
და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.
ვახტანგ გორგასლის
ორდენი სამი
ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება ასეთი
თანმიმდევრობით:
III ხარისხის ორდენით
ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო
მომზადებისათვის.
II ხარისხის ორდენით
ჯილდოვდებიან სამხედრო
ხელმძღვანელობის მიერ
მიცემული საბრძოლო
დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
I ხარისხის ორდენით
ჯილდოვდებიან ერისა
და სამშობლოს
წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და
თავგანწირვისათვის.
4.
„ღირსების“ ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში - მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და
მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის,
მეცნიერების, განათლების, კულტურის,
ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი
განსაკუთრებული პიროვნული
წვლილისათვის, გმირობისა
და თავდადებისათვის, სპორტული მიღწევებისათვის (23. 12.1993 წლის ცვლილებით).
5.
„მხედრული მამაცობის“ მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის მუშაკები
მამულის დაცვისას
პიროვნული მამაცობისა და მხედრული
ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და
გაბედული მოქმედებისათვის.
6.
„საბრძოლო დამსახურების“ მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი და სამოქალაქო პირნი სამშობლოს
დაცვისა და
ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პიროვნული
დამსახურებისათვის.
7.
„ღირსების" მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საქართველოს აღორძინების საქმეში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და
ღირსეული სამსახურისათვის.
012
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №3
საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით
დაჯილდოების წესის შესახებ
მუხლი 1. სამშობლოს
დაცვისა და
ერთიანობისათვის ბრძოლაში
გამოჩენილი მამაცობისათვის, აგრეთვე, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის
აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტის მიერ
დაწესებულია საქართველოს რესპუბლიკის ორდენები
და მედლები.
მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით
აჯილდოებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური.
საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და
მედლებით შეიძლება
დაჯილდოვდნენ როგორც
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნების
მოქალაქეები და
მოქალაქეობის არქმონე
პირები.
მუხლი 3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების აღწერილობა, იმ დამსახურებათა ჩამონათვალი, რომლისთვისაც ხდება
დაჯილდოება, აგრეთვე,
დაჯილდოების და
ჯილდოების ტარების
სპეციალური წესები
განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის ორდენებისა და მედლების
შესახებ დებულებებით.
მუხლი 4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით ჯილდოვდებიან მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია დაჯილდოება მხოლოდ ნამსახურევი წლების ან
საიუბილეო თარიღის
გამო.
დაჯილდოებული პირები
ახალი დამსახურების გამო შეიძლება
კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან
სხვა ორდენებითა და მედლებით,
თუ სხვა
რამ არ
არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის ორდენებისა და
მედლების შესახებ
დებულებებით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით
დაჯილდოება შეიძლება
სიკვდილის შემდეგაც.
მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით
დაჯილდოება ხდება
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის,
ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების,
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და
სხვა რესპუბლიკური უწყებების წარდგინებით.
წარდგინების შეტანა
ხდება როგორც
აღნიშნული ორგანოების ინიციატივით, ისე მათ დაქვემდებარებული ორგანოების შუამდგომლობით.
მუხლი 6. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შუამდგომლობას აღძრავს
ის დაწესებულება, რომელშიც მუშაობს
დასაჯილდოებელი პირი
ან ის
ორგანო, რომლის
დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს იგი.
უცხოეთში მცხოვრებ
დასაჯილდოებელ პირებზე
შუმდგომლობა აღიძვრება
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
სამინისტროში.
013
შუამდგომლობის აღძვრის
შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას
ივსება თანდართული ნიმუშის (ფორმა №1) დაჯილდოების ფურცელი
და ორი
კვირის ვადაში
წარედგინება ზემდგომ
ორგანოს, რომელიც
შუამდგომლობაზე თანხმობის
შემთხვევაში დაჯილდოების ფურცელს იმავე
ვადაში გადასცემს
მასზე ზემდგომ
ორგანოს.
ჯილდოზე წარდგენის
უფლების მქონე
ორგანოში შესულ
შუამდგომლობას იხილავს
ეს ორგანო
და თანხმობის
შემთხვევაში დაჯილდოების ფურცელს წარუდგენს
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და
საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურს შეუძლიათ
სახელმწიფოს მეთაურთან
შეთანხმებით დაადგინონ
სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მუშაკებისა და
საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოების შესახებ
შუამდგომლობის აღძვრის
განსხვავებული წესები.
მუხლი 7. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის
ბრძანებულებით, რომელიც
ქვეყნდება პრესაში.
დაჯილდოების შესახებ
ბრძანებულება არ
გამოქვეყნდება, თუ
ამას მოითხოვს
ეროვნული უშიშროების ინტერესები.
მუხლი 8. დაჯილდოებულ პირს ჯილდოს
და შესაბამის
მოწმობას საზეიმო
ვითარებაში გადასცემს
სახელმწიფოს მეთაური
ან მისი
დავალებით საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, პარლამენტის წევრები,
მთავრობის წევრები,
ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და
მმართველობის ორგანოების
ხელმძღვანელები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელები,
სამხედრო ხელმძღვანელები და სხვა
ოფიციალური პირები.
სიკვდილის შემდეგ
დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა
დაჯილდოებულის ოჯახს.
ჯილდოს გადაცემის
შესახებ ივსება
თანდართული ნიმუშის
(ფორმა №2) სააღრიცხვო ბარათი
და ოქმი
(ფორმა №3), რომელსაც ხელს
აწერს ჯილდოს
გადამცემი პირი.
ეს დოკუმენტები ერთი თვის
ვადაში ბარდება
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატს.
მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს ჯილდოებით დაჯილდოებულ პირებს უფლება
აქვთ საქართველოს რესპუბლიკის ორდენებისა და მედლების
დებულებებით დადგენილი
წესების შესაბამისად ატარონ ჯილდოები
ან მათი
აღმნიშვნელი ნიშნები.
მუხლი 10. დაჯილდოებული გარდაცვლილი პირის
ან სიკვდილის
შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით
მისი ჯილდო
და შესაბამისი დოკუმენტი შეიძლება
გადაეცეს სახელმწიფო მუზეუმს.
თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს
ან სიკვდილის
შემდეგ დაჯილდოებულს არა ჰყავს
მემკვიდრე, ჯილდო
გადაეცემა ან
რჩება სახელმწიფოს.
მუხლი 11. საქართველოს რესპუბლიკის ორდენებისა და მედლების
დუბლიკატები საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის
განკარგულებით
014
სამართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების
შესახებ“ საქართველოს კანონში
დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე.
I. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992წ., №2, მუხ. 100)
პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:
„ბ) ოქროს საწმისის ორდენი,“, ხოლო „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „გ“-,ზ“ ქვეპუნქტებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი, 1998 წლის 26 ივნისი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებაში“ დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების –- ორდენებისა და მედლების დებულებაში“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992.წ., №2, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში“.
2. მე-3-7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-4-8 პუნქტებად.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:
ზურაბ ჟვანია (დ. 9 დეკემბერი, 1963, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2005, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.
თბილისი, 1998 წლის 26 ივნისი
-016-
დავით აღმაშენებლის ორდენი
დავით აღმაშენებლის ორდენი წარმოადგენს 40მმ დიამეტრის მრგვლოვან სილუეტს, რომელზეც გამოკვეთილია რომბის ფორმა. რომბის წრიულ ჩაღრმავებაში გამოსახულია დავით აღმაშენებლის ქარაგმა „დ–თ“ ასო „ანით“ (აღმაშენებელი) შემოწერილი. ქარაგმას თავზე ადგას სამეფო გვირგვინი. ორდენში, ჰორიზონტალურ ღერძზე, მოთავსებულია რვაქიმიანი ალმასისთვლიანი ვარსკვლავი.
ორდენი ყუნწით მოძრავად უკავშირდება ოქროს ფირფიტისაგან დამზადებულ სამაგრს. რომბი ქართულ სიმბოლიკასა და საეკლესიო მხატვრობაში მამა–ღმერთის ნიშანია და იისფერი ტონალობით გამოხატავენ. ამიტომ, სამაგრზე გადაკრულ 27 მმ სიგანის ბაფთის
თეთრ ფონზე დავით აღმაშენებლის მეფობის ოქროს ხანის აღსანიშნავად გამოხატულ ძირითად ოქროს ფერს (9 მმ) ორივე მხარეს 1,5მმ დაცილებით ახლავს 2 მმ სიგანის იისფერი ხაზები.
ორდენის ესკიზი შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში, 1993 წელს. მასზე საავტორო უფლება აქვთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მხატვარ ემირ ბურჯანაძეს და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, მხატვარ–დიზაინერ გიორგი
ასავსაჯანიშვილს.
ორდენი დამზადებულია 1993 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში 585 სინჯის ოქროსაგან და დაფარულია 999 სინჯის ოქროთი, საერთო წონა შეადგენს 80 გრამს.
დავით აღმაშენებლის ორდენი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ (1992 წლის 24 დეკემბერი).
-018-
„ოქროს საწმისის“ ორდენი
„ოქროს საწმისის“ ორდენი წარმოადგენს 52მმ. დიამეტრის ოქროს ვარსკვლავს, რომელიც მიღებულია დიდი შვიდბოლოიანი და მცირე შვიდქიმიანი ვარსკვლავების გადაწვნით. ვარსკვლავი შედგება შვიდი 51.45%-იანი სეგმენტისაგან.
ორდენის წინა მხარე: დიდი ვარსკვლავის ბოლოებში ჩასხმულია შინდისფერი მინანქარი. გადაწვნის ადგილებში მონაცვლეობით ჩასმულია 7 ლურჯი და 7 წითელი თვალი. ცენტრალური მედალიონი გარშემოწერილია 2 მმ სიგანის თეთრი ოქროს ტეხილი დეტალით. მედალიონში ამობურცულ ლურჯ მინანქარზე მოთავსებულია ოქროს საწმისის გამოსახულება თეთრი ოქროს რქებით.
ვარსკლავი ოქროს ყუნწით (10.5X10 მმ) მოძრავად უკავშირდება სამაგრის რგოლს. 1,1 მმ სისქის ოქროს რგოლი (გარე დიამეტრი 15მმ) ხისტადაა დაკავშირებული სამაგრთან. სამაგრი წარმოადგენს 16,5მმ სიმაღლის ოქროს ორ გრიფონს, 7X12,2 მმ ოქროს ფარს, რომლის ლურჯ მინანქარზე გამოსახულია ოქროს ემბლემა და დევიზის ლენტს, რომლის შინდისფერ მინანქარზე ოქროს ლათინური შრიფტით შესრულებულია წარწერა –„ LABOR PRO GEORGIA“. დევიზის ლენტის სიგრძეა 25,7 მმ, სიგანე – 3 მმ.
ორდენის მეორე მხარე: ზედა ნაწილში აღნიშნულია ორდენის რიგითი სამნიშნა ნომერი. შუა ნაწილში, ქართული ორნამენტის თავზე ოქროთი ამოტვიფრულია წარწერა – დევიზი „ღვაწლი საქართველოსათვის“, ქვემოთ – ორდენის დამზადების წელი.
ორდენის ბაფთა ცისფერია (სიგანე 34 მმ) ორი ოქროსფერი, 5 მმ.სიგანის ზოლით.
„ოქროს საწმისის“ ორდენის ესკიზი შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში 1997 წელს, მასზე საავტორო უფლება აქვთ მხატვარ მამუკა გონგაძესა და ჰერალდიკოს მამუკა წურწუმიას.
ორდენი დამზადებულია 1998 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში უმაღლესი ხარისხის ოქროსაგან და საერთო წონა შეადგენს 80 გრამს.
„ოქროს საწმისის“ ორდენი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (1998 წლის 26 ივნისი).
-020-
ვასტანგ გორგასლის I სარისხის ორდენი
ვახტანგ. გორგასლის I ხარისხის ორდენს 38 მმ. დიამეტრის მრგვლოვანი ფორმა აქვს. 23მმ. დიამეტრის წრიულ შუაგულში ამოტვიფრულია ვახტანგ გორგასლის მოოქრული ინიციალები „ვ.გ“. მონოგრამას 2 მმ დიამეტრის ფიანიტისთვლიანი ვარსკვლავი ამშვენებს.
ორდენის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან. სამაგრზე გადაკრულია 28 მმ სიგანის ბაფთა. მის თეთრ ფონზე გამოხატულია ქმედების სიმბოლო, ძოწისფერი, რომელსაც ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ოქროსფერი ხაზები. ბაფთის 9 მმ სიგანის ძოწისფერ ზოლზე გამოხატულია ორდენის ხარისხის აღმნიშვნელი რომაული ციფრი „I“.
ორდენის მეორე მხარეზე აღნიშნულია მისი რიგითი ნომერი
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში 1993 წელს. მასზე საავტორო უფლება აქვთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მხატვარ ემარ ბურჯანაძეს და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, მხატვარ-დიზაინერ გიორგი ავსაჯანიშვილს.
ორდენი დამზადებულია 1993 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში 1990 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში 999 სინჯის ვერცხლით დაფარული თითბრის მასალისაგან. მისი საერთო წონაა 48 გრამი.
ორდენი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ (1992 წლის 24 დეკემბერი).
-022-
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენს 38 დიამეტრის მრგვლოგანი ფორმა აქვს. 23 მმ დიამეტრის მოოქრულ წრიულ შუაგულში ამოტვიფრულია ვახტანგ გორგასლის ინიციალები „ვ.გ.“. მონოგრამას 2 მმ დიამეტრის წითელი კორუნდისთვლიანი ვარსკვლავი ამშვენებს.
ორდენის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან. სამაგრზე გადაკრულია 28 მმ სიგანის ბაფთა. მის თეთრ ფონზე გამოხატულია ქმედების სიმბოლო, ძოწისფერი, რომელსაც
ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ოქროსფერი ხაზები. ბაფთის 9 მმ სიგანის ძოწისფერ ზოლზე გამოხატულია ორდენის ხარისსის აღმნიშვნელი რომაული ციფრი „II“.
ორდენის მეორე მხარეზე აღნიშნულია მისი რიგითი ნომერი.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში, 1993 წელს. მასზე საავტორო უფლება აქვთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მხატვარ ემირ ბურჯანაძეს და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, მხატვარ–დიზანერ გორგი ავსაჯანიშვილს.
ორდენი დამზადებულია 1993 წელს საქართველოს ეროვნულ
ზარაფხანაში ოქსიდირებული თითბრის მასალისაგან. მისი საერთო წონაა 48 გრამი.
ორდენი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო
ჯილდოების დაწესების შესახებ“ (1992 წლის 24 დეკემბერი).
-024-
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენს 38 დიამეტრის მრგვლოვანი ფორმა აქვს. 23 მმ დიამეტრის მოოქრულ წრიულ შუაგულში ამოტვიფრულია ვახტანგ გორგასლის ინიციალები „ვ.გ.“. მონოგრამას 2 მმ დიამეტრის მწვანე ძოწისთვლიანი ვარსკვლავი ამშვენებს.
ორდენის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან. სამაგრზე გადაკრულია 28 მმ სიგანის ბაფთა. მის თეთრ ფონზე გამოხატულია ქმედების სიმბოლო, ძოწისფერი, რომელსაც ორივე მხარეს ახლავს 2მმ სიგანის ოქროსფერი ხაზები. ბაფთის 9 მმ სიგანის ძოწისფერ ზოლზე გამოხატულია ორდენის ხარისხის აღმნიშვნელი რომაული ციფრი „III“.
ორდენის მეორე მხარეზე აღნიშნულია მისი რიგითი ნომერი.
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში, 1993 წელს. მასზე საავტორო უფლება აქვთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მხატვარ ემირ ბურჯანაძეს და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, მხატვარ–დიზაინერ გიორგი ავსაჯანიშვილს.
ორდენი დამზადებულია. 1993 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში ტიტანირებული თითბრის მასალისაგან. მისი საერთო წონაა 48 გრამი.
ორდენი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ (1992 წლის 24 დეკემბერი).
-26-
ღირსების ორდენი
ღირსების ორდენს 38 მმ დიამეტრის მრგვლოვანი ფორმა აქვს. მასზე გამოკვეთილია შვიდქიმიანი წნული, რომელსაც სექტორებში ტალღისებური ფორმები ახლავს. 20 მმ დიამეტრის წრიულ შუაგულში გამოხატულია სიმბოლო – ვაზის ფოთლის ქარგით შექმნილი სიცოცხლის ხე, რომელსაც შვიდქიმიანი რელიეფური ვარსკლავი ამშვენებს.
ორდენის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან, რომელზეც გადაკრულია 28მმ სიგანის ბაფთა. ბაფთის თეთრ ფონზე გამოხატულ სიწმინდის სიმბოლოს – ლურჯ ფერს – ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ძოწისფერი ხაზები.
ორდენის მეორე მხარეზე აღნიშნულია მისი რიგითი ნომერი.
ღირსების ორდენი შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში 1993 წელს; მასზე საავტორო უფლება აქვთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მხატვარ ემირ ბურჯანაძეს და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, მხატვარ–დიზაინერ გიორგი
ავსაჯანიშვილს.
ორდენი დამზადებულია 1993 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში 999 სინჯის ოქროთი დაფარული თითბრის მასალისაგან, რომლის წრიული შუაგული მონიკელებულია. მისი საერთო წონაა 36 გრამი.
ორდენი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ (1992 წლის 24 დეკემბერი).
-028-
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ წარმოადგენს 33 მმ დიამეტრის მრგვლოვან სილუეტს. მასზე ამოკვეთილია რომბის ფორმა, რომლის შუაგულში ამოღებულ 14 მმ დიამეტრის ფარს ამშვენებს დაფნის გვირგვინში წვერით ჩაგებული ხმალი, როგორც
ძლიერებისა და კეთილშობილების სიმბოლო.
მედლის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან, რომელზეც გადაკრულია 25 მმ სიგანის ბაფთა, ბაფთის თეთრ ფონზე გამოხატულ 2 მმ სიგანის ორ ოქროსფერ ხაზს ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ძოწისფერი ხაზები.
მედლის მეორე მხარეს 14 მმ დიამეტრის წრესა და მედლის წრიულ ხაზს შორის ამოტვიფრულია წარწერა – „მხედრული მამაცობისათვის“.
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ შექმნილია საქართველოში ქ. თბილისში, 1993 წელს. მასზე საავტორო უფლება აქვთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მხატვარ ემირ ბურჯანაძეს და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, მხატვარ–დიზაინერ გიორგი ავსაჯანიშვილს.
მედალი დამზადებულია 1993 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში ტიტანირებული თითბრის მასალისაგან. მისი საერთო წონაა 36 გრამი.
მედალი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ (1992 წლის 24 დეკემბერი).
-030-
მედალი „საბრძოლო დამსასურებისათვის“
მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ წარმოადგენს 33 მმ. დიამეტრის ოქროსფერ მრგვლოვან სილუეტს.
მედლის წინა მხარე დაყოფილია რვა ტოტად, რომლის თითოეულ სეგმენტში ჩაწნულია ჯაჭვისებრი ხლართით გამიჯნული ცხრა რელიეფური სხივი. 17მმ დიამეტრის წრიული ფორმის ვერცხლისფერ შუაგულში გამოკვეთილია შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელზეც ამოზიდულია ორი განსხვავებული დიამეტრის წრე.
მედლის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან, რომელზეც გადაკრულია 25 მმ სიგანის ბაფთა. ბაფთის თეთრ ფონზე გამოხატულ 2 მმ სიგანის ორ მწვანე ხაზს ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ძოწისფერი ხაზები.
მედლის მეორე მხარეს შუაგულში ამოტვიფრულია შვიდქიმიანი ვარსკვლავი, ხოლო მის გარშემო წრიულად, წარწერა –„საბრძოლო დამსახურებისათვის“.
მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში, 1993 წელს. მასზე საავტორო უფლება აქვთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მხატვარ ემირ ბურჯანაძეს და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, მხატვარ-დიზაინერ გიორგი ავსაჯანიშვილს.
მედალი დამზადებულია 1993 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში ტიტანირებული თითბრის მასალისაგან. მისი საერთო წონაა 34 გრამი.
მედალი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ (1992 წლის 24 დეკემბერი).
-032-
ღირსების მედალი
ღირსების მედალი არის 33 მმ დიამეტრის ოქროსფერი დისკო.
მედლის წინა მხარეს მზის ფორმა აქვს. 22 მმ. დიამეტრის წრიულ შუაგულში გამოხატულია ჯვრისებრი წნული ჩუქურთმა, ქვემოდან ამოფენილი მუხის რტოებით, ხოლო ცენტრში ამოზიდულია მკვეთრი რომბისებრი ფორმა.
მედლის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან, რომელზეც გადაკრულია 26 მმ სიგანის ბაფთა. ბაფთის თეთრ ფონზე გამოხატულ 2მმ სიგანის ორ ლურჯ ხაზს ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ძოწისფერი ხაზები.
მედლის მეორე მხარეს ოქროთი ამოტვიფრულია წარწერა – „ღირსების“, რომელსაც შვეულად ამშვენებს მუხის რტოს ოქროს გამოსახულება.
ღირსების მედალი შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში, 1993 წელს. მასზე საავტორო უფლება აქვთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მხატვარ ემირ ბურჯანაძეს და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, მხატვარ–დიზაინერ გიორგი
ავსაჯანიშვილს.
მედალი დამზადებულია 1993 წელს საქართველოს ეროვნულ ზარაფხანაში 999 სინჯის ოქროთი დაფარული თითბრის მასალისაგან, რომლის წრიული შუაგული მონიკელებულია. მისი საერთო წონაა 43 გრამი.
მედალი დაწესდა საქართველოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ (1992 წლის 24 დეკემბერი).
-34-
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური
ბრძანებულება № 10
1992 წლის 25 დეკემბერი. ქ.თბილისი.
ჯ. მაისურაძის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ. (სიკვდილის შემდეგ)
დაჯილდოვდეს საქართველოს რესპუბლიკის შეიარალებული ძალების მფრინავი – გვარდიის პოლკოვნიკი ჯიმშერ მაისურაძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირული თავდადებისა და მამაცობისთვის.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური
ბრძანებულება № 11
1992 წლის 25 დეკემბერი. ქ.თბილისი.
მ. გელაშვილის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ. (სიკვდილის შემდეგ)
დაჯილდოვდეს საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მფრინავი მერაბ გელაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
ე. შევარდნაძე
-36-
საქართველოს სახელეწიფოს მეთაური ბრძანებულება №1 1993 წლის 3 იანვარი ქ.თბილისი
ნ. სეშერთელაძის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდეს პოლიციის კაპიტანი ნუგზარ სეფერთელაძე მედლით „მხედრული მამაცობისთვის “ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი პირადი მამაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის (სიკვდილის შემდეგ).
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ბრძანებულება № 2
-38-
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ბრძანებულება № 23 1993 წლის 28 თებერვალი. ქ.თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მეორე კორპუსის სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მეორე კორპუსის სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით:
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით:
ადამია გენო აკაკის ძე 1936-93წწ საქართველოს გენერალი დაბ. სენაკი სამეგრელო –- 23ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური;
ალექსანდერე გეორბელიძე 1967-05/01/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა, აფხაზეთში დაბ. სოხუმი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის პირველი მექანიზებული ბატალიონის დაზვერვის სამსახურის უფროსი (სიკვდილის შემდეგ);
ზაურ უჩაძე, გიორგის ძე (1952) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. უცხერი ცაგერი ლეჩხუმი -– კორპუსის მეთაურის პირველი მოადგილე:
ვალერი ქვარაია ლავრენტის ძე დ.1950წ. საქართველოს გენერალი დაბ. გალი აფხაზეთი – კორპუსის შტაბის უფროსი, მეთაურის მოადგილე;
ემზარ ჭოჭუა სიმონიეს ძე დ. 1951წ. საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ჭალადიდი ხობი სამეგრელო – კორპუსის სარაკეტო ჯარებისა და საარტილერიო სამსახურის უფროსი;
თენგიზ ძაძამია 1959-02/10/92წწ გარდ. სოფ. აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ კელასური სოხუმი –- 23-ე მექანიზებული ბრიგადის. პირველი მექანიზებული ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური. (სიკვდილის შემდეგ).
ღირსების ორდენით:
ბიქტორ თოდუა – სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის შტაბის უფროსი;
ალექსანდრე მამალაძე – შეიარაღებული ძალების მეორე ბრიგადის დაზვერვის უფროსის მოადგილე;მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:
ჯუმბერ ანანიძე – ცალკეული რეაქტიული დივიზიონის მეთაური;
ზაზა ახალაია 1972-92წ. გარდ. სოფ. ათარა სოხუმი სკორპიონი დაბ. სოფ. აჩარადა სოხუმი აფხაზეთი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მკოდირებელ-დამშიფვრელი (სიკვდილის შემდეგ);
არსენა ბალახაშვილი – საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსი
-39-
გულმედი ელიავა – 23-ე მექანიზებული ბრიგადის, მეორე მექანიზებული ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეულის მეთაური;
მამუკა თოლორდავა- 23-ე მექანიზირებული ბრიგადის ასეულის მეტყვიამფრქვევე;
რევაზ კვარაცხელია 1958-92წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო – პირველი სატანკო ასეულის მე-3 ოცეულის რიგითი (სიკვდილის შემდეგ);
მერაბ კოპალიანი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაური;
ემზარ ნადარეიშვილი 1964-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი - 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მზვერავი (სიკვდილის შემდეგ);
ვახტანგ სალია – 23-ე მექანიზებული ბრიგადის ოცეულის მეთაური;
ელგუჯა სახელაშვილი – 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის ოცეულის მეთაური;
გიორგი ქვილითაია – 23-ე მექანიზებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულის ოცეულის მეთაური;
ლევან ქეცბაია – 23-ე მექანიზებული ბრიგადის ასეულის საბრძოლო ნაწილის მეთაური;
ალექსანდრე ღუდუშაური – 23-ე მექანიზებული ბრიგადის რუსთავის ბატალიონის ასეულის მეთაური;
თემურ ჩიტაია- 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 მექანიზებული ბატალიონის მე-2 ასეულის მეთაურის მოადგილე;
რევაზ ცინცაძე- 23-ე მექანიზებული ბრიგადის სატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეულის რიგითი;
იური ცირკვავა – ცალკეული რეაქტიული დივიზიონის დანადგარის მძღოლი;
ბესარიონ ჭანტურიძე – 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 მექანიზებული ბატალიონის მეთაურის მოადგილე;
მურმან ხარაიშვილი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის პირველი მექანიზებული ბატალიონის შტაბის უფროსი;
-40-
თამაზ (ომიკო?) ხუნწარია 1957-92წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-5 მექანიზებული ბატალიონის საინჟინრო-მესანგრეთა ოცეულის მეთაური (სიკვდილის შემდეგ),
დავით ჯიჭონაია – 23-ე მექანიზებული ბრიგადის ჯავშან-სატრანსპორტო სამსახურის უფროსი; მედლით „საბრძოლო დამსასურებისათვის“:
რაშიდ ანთია – 23-ე მექანიზებული ბრიგადის პირველი მექანიზებული ბატალიონის უფროსი მზვერავი;
ზურაბ გიორგაძე – 23-ე მექანიზებული მექანიზებული ბატალიონის მეთაურის მოადგილე;
კოტე ღიხამინჯია – ცალკეული რეაქტიული დივიზიონის დანადგარის მძღოლი;
ავთანდილ კვარაცხელია – 23-ე მექანიზებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულის რიგითი;
ერმალო ლომთაძე – 23-ე ბრიგადის მე-3 მექანიზებული ბატალიონის რიგითი;
გოდერძი მელიქიძე – ცალკეული საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილე;
რამაზ მეფარიშვილი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 მექანიზებული ბატალიონის რიგითი;
ალექსანდრე მამიაშვილი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის რუსთავის ბატალიონის ასეულის მეთაურის მოადგილე;
ლევთერ საყვარელია – 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-5 სატანკო ოცეულის მექანიკოს-მძღოლი;
მერაბ უბილავა – სარაკეტო და საარტილერიო ჯარების კავშირგაბმულობის უფროსი;
ვახტანგ ურიდია – 23-ე მექანიზებული ბრიგადის რიგითი;
რაულ ფარღალავა – 23ე მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის საცეცხლე ოცეულის მეთაური;
-41-
თემურ ფოჩხუა – ცალკეული რეაქტიული დივიზიონის მზვერავ-მაკორდინირებელი;